როფესიონალური ონლაინ მთარგმნელობითი სერვისები

Georgian Translation Services

ProofreadingServices.com გთავაზობთ პროფესიონალურ მთარგმნელობით სერვისებს ქართულიდან ინგლისურ, ინგლისურიდან ქართულ და მრავალ სხვა ენობრივ წყვილში. მაშინ როცა, ჩვენ განსაკუთრებით ცნობილები ვართ ჩვენი ინგლისური ენის კორექტირებისა და რედაქტირების სერვისებით აკადემიკოსებისათვის, სამუშაოს მაძიებლებისთვის, ბიზნეს ადამიანებისთვის და ავტორებისათვის მთელი მსოფლიოს ირგვლივ, ჩვენი ადამიანური მთარგმნელობითი სერვისების წარმომადგენლები აგრძელებენ ჩვენი პასუხისმგებლობის შესრულებას, შემოგთავაზონ მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაო, ფანტასტიური კლიენტთა მომსახურება და ხელმისაწვდომი ფასები.

დაგვიკავშირდით თარგმანის შესაფასებლად.

რა მთარგმნელობით სერვისებს გთავაზობთ?

აპირებთ ინგლისურენოვან ქვეყანაში გამოაქვეყნოთ ინგლისურენოვანი ჟურნალი ან რაღაც სხვა? ჩვენ გთავაზობთ ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნას, რასაც ჩვენი ინგლისურენოვანი გუნდი განცალკევებით ჩაუტარებს კორექტირებას.

გსურთ თქვენი კონტენტი ხელმისაწვდომი გახდეს მილიარდობით ისეთი ადამიანისთვის მსოფლიოს მაშტაბით ვინც ინგლისურად არ საუბრობს?

ჩვენ სპეციალიზირებულნი ვართ…

  • აკადემიური თარგმანი. ნება დართეთ ჩვენს გუნდს გადათარგმნონ თქვენი ჟურნალის სტატიები, კვლევითი ნაშრომები, დისერტაციები და თეზისები ინგლისურ ენაზე ან ინგლისურიდან ქართულ ენაზე, რათა უფრო ფართოდ შეძლოთ გამოქვეყნება და გააფართოვოთ თქვენი საქმიანობის გავლენა.
  • ბიზნეს თარგმანი. თქვენი კომპანიის ვებგვერდის, ბლოგ – შეტყობინებების, მარკეტინგის მასალისა და სხვა ბიზნეს კონტენტის თარგმნა თქვენი ბიზნესის ზრდისა და მეტი ფულის გამომუშავების გასაღებია.
  • ლიტერატურული თარგმანი. თქვენ ბევრი იმუშავეთ თქვენს მანუსკრიპტზე, თუ რომანზე, მემუარზე ან სცენარზე. პროფესიონალურ ადამიანურ მთარგმნელობით სერვისებს შეუძლია მკვეთრად გაზარდოს თქვენი მკითხველთა წრე და შესაძლებლობა მისცეს გლობალურ აუდიტორიას ისიამოვნონ თქვენი ნამუშევრით.
ProofreadingServices.com_ში, ჩვენმა ენათა ექსპერტთა ჯგუფმა ათასობით დოკუმენტი თარგმნა ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლებისათვის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და მთელ მსოფლიოში. სხვა მთარგმნელობითი კომპანიებისგან განსხვავებით, ჩვენ ვთავაზობთ ინგლისურენოვანი დოკუმენტის კორექტირებას ჩვენს ქართულიდან ინგლისურზე თარგმნის სერვისთან ერთად, რათა წარვადგინოთ ნათარგმნი დოკუმენტები, რომლებიც ისე ჟღერს, თითქოს ადგილობრივის მიერ იქნა დაწერილი მშობლიურ ენაზე.

ვინ ვართ ჩვენ?

ProofreadingServices.com_ში მომუშავე თარჯიმნებს აქვთ ცოდნა და გამოცდილება ზუსტად გადათარგმნონ თქვენი ნამუშევარი და ამასთანავე შეინარჩუნონ თქვენი ტემბრი და სტილი. იმის გამო, რომ ჩვენი ქართველი თარჯიმნები სპეციალიზირებულნი არიან მრავალ საგანში, დაწყებული განათლებიდან პოლიტიკურ მეცნიერებებამდე, თქვენი პროექტი გადაეცემა ჩვენი გუნდის ისეთ წევრს, რომელიც თქვენი სფეროს მცოდნეა. ასე რომ, თუ გსურთ პრეზენტაციის, ქრისტიანული წიგნის ან ელექტრონული წერილის ინგლისურ ენაზე ან ინგლისური ენიდან თარგმნა, შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს ქართველი თარჯიმნების გუნდს წარმოგიდგინონ თქვენი ნამუშევრის მაღალი ხარისხის თარგმანი.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი ქართული მთარგმნელობითი სერვისები?

ProofreadingServices.com_ში, მწერლებს დედამიწის გარშემო ვუმარტივებთ პროცესს დაუკავშირდნენ საუკეთესო თარჯიმნებს და ინგლისური ენის კორექტორებს. ჩვენი ხელმისაწვდომი, ზუსტი მთარგმნელობითი სერვისები ბიზნესებისთვის, აკადემიკოსებისთვის და ავტორებისთვის დაგეხმარებათ ახალი მკითხველების მოზიდვაში და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების საკითხში, ენას და თემას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვამაყობთ ხარისხის იმ მაღალი სტანდარტებით, რომელსაც ჩვენმა პროფესიონალმა თარჯიმნებმა მიაღწიეს და ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოსადმი თქვენი კმაყოფილების გარანტიას გაძლევთ.

დაგვიკავშირდით თარგმანის შესაფასებლად.